Search This Blog

Monday, June 25, 2012

გრძნობის ხელოვნება


გრძნობა და მგრძნობელობა არის ინგლისელი ნოველისტის ჯეინ ოსტინის რომანი რომელიც გამოქვეყნდა 1811 წელს და იყო ოსტინის პირველი გამოცემული რომანი, რომელიც მან დაწერა ფსევდონიმით "ქალბატონი".
ისტორია ვითარდება ელინორსა და მარიანას გარშეომი. მისტერ დაშვუდის ორ ქალიშვილზე, რომელიც მას მეორე ცოლთან ყავდა. მათ აგრეთვე ყავთ უმცროსი და, მარგარეტა და უფროსი ნახევარ-ძმა ჯონი. მისტერ დაშვუდის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახური ქონება ჯონს გადაეცემა და დაშვუდის ქალები გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ნოველა მოგვითხრობს დაშვუდის დებზე და მათ ახალ სახლზე, კოტეჯზე სადაც ისინი გამოცდიან სიყვარულს და გულიის გატეხვას. დაპირისპირება დებს შორის აღმოიფხვრება მაშინ როდესაც ისინი იპოვიან სიყვარულს და ბედნიერებას. ამ ნოველაში ელინორი და მარიანა იპოვიან ბალანსს გრძნობასა (ან წმინდა ლოგიკა) და მგრძნობიარობას (ან წმინდა ემოცია) შორის, როგორც ცხოვრებაში ასევე სიყვარულში.
წიგნი ადაპტირებული იყო რამდენჯერმე ფილმისთვის და ტელევიზიისთვის, მათ შორის 1981 წელს სერიალისთვის რომლის რეჟისორი იყო როდნი ბენეტი, 1995 წელს ფილმის ადაპტირებულ ვერსიაში მთავარ როლს ასრულებდა ემა ტომპსონი, ხოლო რეჟისორი იყო ანგ ლიტამილის ვერსია გამოვიდა 2000 წელს და მას ერქვა კანდუკონდაინ კანდუკონდაინი; 2008 წელს გამოვიდა ბიბისის მიერ გამოშვებული სატელევიზიო სერიალი, რომელიც ადაპტირებული იყოენდრიუ დევისის მიერ, ხოლო რეჟისურა ჯონ ალექსანდერს ეკუთვნოდა. ვრცლად

No comments:

Post a Comment